-1 ვარსკვლავი ევროკავშირს

 

brexit-eu-one-star-breaks-off
ფოტო: http://www.BBC.com

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, ამომრჩეველთა 53.4%-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 46.6%, პროცენტმა დარჩენას.

რატომ ჩატარდა რეფერენდუმი ?

David Cameron Makes Campaign Speech In London
დევიდ კემერონი                                   ფოტო: პეტერ მაკდაირამიდი

 დევიდ კემერონმა ბრიტანელი ხალხის წინაშე დადო პირობა, რომ თუ ის შეძლებდა 2015 წლის არჩევნებში გამრჯვებას იგი ამ რეფერენდუმს ჩაატარებდა. კამერონის პირობიდან გამომდინარე, 2016 წელს რეფერენდუმის ჩატარება გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის წევრებმა და კონსერვანტებმა მოითხოვეს.    რეფერენდუმის მომხრეების არგუმენტი იყო ის, რომ ბრიტანელ ხალხს 1975 წლის რეფერენდუმის შემდეგ არ ჰქონია შანსი დაეფიქსირებინა აზრი ევროკავშირში ყოფნა არ ყოფნის შესახებ.მომხრეები თვლიან, რომ 1975-წლიდან 2016-წლამდე ევროკავშირის გავლენა დიდი ბრიტანეთის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკაზე დღითიდღე უარესობისკენ იცვლებოდა.სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ბრიტანელ ხალხს საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა.

ვიდეოში ახსნილია ევროკავშირისა და ბრიტანეთის ურთიერთობა

ვიდეო:Youtube.com The Archive

ვის აქვს რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება და რა კითხვებიზე მოუწიათ მათ პასუხის გაცემა ?

download
ფოტო: ერიკ ნორლანდი

18 წლის ზემოთ მოქლაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ გაერთიანებულ სამფეოში ან უცხოეთში და ბოლო 10 წლის მანძილზე დარეგისტრირდნენ ამომრჩევლებად. არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ირლანიის, ბრიტანეთის მალტის, კვიპროსის, გიბლარტარის ანუ  ერთა თანამეგობრობის წევრებს აქვთ.მათ მოუწიათ პასუხის გაცემა ერთადერთ კითხვაზე: ,,უნდა დარჩეს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში?” 

როგორ გადანაწილდა ხმები ?

_90083274_eu_ref_uk_regions_leave_remain_gra624_sorted
ამ ცხრილში აღწერილია თუ როგორ მოიგო რეფერენდუმიევროკავშირიდან გამოსვლამ  ქვეყნების მიხედვით
ვინაიდან შოტლანდიის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს სურდა ევროკავსირის დატოვება  არ გამორიცხავენ რომ უახლოესი 2 წლის განმავლობასი შოტლანდიელებმა კიდევ ერთი რეფერენდუმი მოითხოვონ  და ბრიტანეთის დატოვება გადაწყვიტონ.

ვინ იყო ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მომხრე და რატომ ?

_90076860_thinkstockphotos-526561176
ფოტო: http://www.BBC.com
როგორც შედეგებიდან გამოჩნდა ბრიტანელი საზოგადოების აზრი თითქმის თანაბრად არის გაყოფილი “Brexit”-თან (BREXIT-ჰიბრიდია  BRITAIN (ბრიტანეთი) და EXIT (დატოვება) ერთობლივად კი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ნიშნავს ) დაკავშირებით და მხოლოდ რამდენიმე პროცენტმა განაპირობა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა.Brexit-ს ემხრობა დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია, რამდენიმე მინისტრი, ლეიბორისტი პარლამენტი ,დემოკრატიულ უნიონისტთა პარტია და ასე შემდეგ.რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ყოველთვის იყვნენ პოლიტიკოსები ,რომლებიც ევროკავშირის დატოვების მომხრენი იყვნენ, რაც 2008 წლიდან უფრო მეტად აქტუალური გახდა. ბრიტანელების აზრით ავროკავშირი მათ იმდენად დიდი რაოდენობით თანხებს აკისრებს საწევრო გადასახადს და ისეთ რეგულაციებს უწესებს ,რომ ბრიტანელებს ხელი ეშებათ ეკონომიკურ განვითარებაში. არსებობს კიდევ მრავალი მოსაზრება რომლის სახელდება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მიზეზად. როგორც კლაასი ამბობს ბრიტანეთი მოკლებულია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების სია იმ “სიამოვებას”,რომელიც მას 1975 წლამდე ჰქონდა.ამას გარდა არსებობს მოსაზრება ,რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც დღეს ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა არის ევროპის შეერთებული შტატების შექმნა თუმცა, უნდა აღინიშნოს პრეზიდენტ ობამას განცხადებაც “დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შტატების შეუცვლელ პარტნიორებად რჩებიან”
 
CluDH2LWYAAF5jm.jpg
ფოტო:Twetter, თეთრი სახლი

გარდა ამ რიგი მიზეზებისა არ უნდა დაგვავიწყდეს მიგრაციის პრობლემა ,რომელიც დიდ ბრიტანეთს საკმაოდ აწუხებს. სტატისტიკის  მიხედვით რუმინეთიდან და ბულგრეთიდან დიდ ბრიტანეთში 38 000 მოქალააე ჩავიდა ხოლო იქიდან მხოლოდ 7 000 დაბრუნდა. ეს ყოველივე კი , რა თქმა უნდა  თავის მხრივ პრობლემებს ქმნის მაგალითად უნდა აღინიშნოს ,რომ ბრიტანელი ახალგაზრდები თვლიდნენ ,რომ ისინი ვერ ახერხებდნენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ,რადგან ემიგრანტები გაცილებით უფრო დაბალ ფასში თანხმდებოდნენ ამა თუ იმ სამუშაოს.გარდა ამისა ემიგრანტებს ,კერძოდ კი რუმინელებს და ბულგარელებს შეეძლოთ ეცხორათ ქუჩებსა და გაუსაძლის პირობებში ,რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე .

 

ვის სურდა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა და რატომ ?

britanes_4
ფოტო: მაიკლ რაზი

დევიდ კემერონი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ,რომელსაც სურდა ,რომ ბრიტანეთი დარჩენილიყო ევროკავშირში . მან ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილების შემდეგ პოსტიც კი დატოვა: “ჩემთვის დიდი პატივი იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე მუშაობა 6 წლის განმავლობაში”.გარდა ამისა არაინ პოლიტიკოსები და მოქმედი პარტიები ,რომლებიც მხარს უჭერდნენ ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას.მათი აზრთი, ევროკავშირში ყოფნა აადვილებს ევროპის ქვეყნებში მიმოსვლას, ხოლო ემიგრანტები პროფესიონალი ახალგაზრდები არიან და ისინი ეკონომიკას მხოლოდ ეხმარებიან და არანაირ ზიანს არ აყენებენ.გარდა ამისა საუბარი იყო იმაზეც რომ ბევრი კომპანია სათავო ოფისებს სწორედ იმიტომ რომ ბრიტანეტში ინგლისურად საუბრობენ და ინგლისური ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ენაა ლონდონში ხნიდნენ და ამით იქმნებოდა სამუშაო ადგილები .

რა შედეგები მოიტანა BREXIT-მა ?

3D rendering of abstract European Union flag and  stars with UK  out
ფოტო:3D http://www.google.com

ევროკავშირიდან გამოსვლისათვის 2 წელია საჭირი , ამ წლების განმავლობაში ბრიტანეთი და EU-ს წევრებს საშუალება ექნებათ მოილაპარაკონ და განიხილობ კონსტიტუციის 50-ე თავი ,რომელშიც საუბარია კონსტიტუციიდან გასვლის წესებდ სა რეგულაციებზე. ამის შედეგად ბრიტანეთში EU-ს წევრებს აღარ შეეძლებათ უვიზოდ მიმოსვლა და მოუწევთ საიმიგრაციო სტატუსის შეცვლა. ასევე ბრიტანელებიც ვერ ისარგებლებენ უვიზო რეჯიმით. ხოლო EU-სა და ბრიტანეთის  ყველა კომპანიას მოუწევს კანონების ორ პაკეტზე გადაწყობა, შესაბამისი ზონების მიხედვით. გარდა ამისა ბრიტანეთის “ბრექსითმა” მის ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია ,როგორც ცნობილია 1985 წლის შემდეგ ფუნტი დოლართან შედარებით ჯერ ასე არ დაცემულა.

1.00 GBP = 1.33195 USD

ცნობილი ადამიანების განცხადებები “BREXIT”-ზე 

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა:

“ჩვენ პატივს ვცემთ ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებას. დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული ურთიერთობა, კვლავ ურყევია და მისი წევრობა NATO-ში არის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი აშშ-ს საგარეო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ პოლიტიკაში. ასეთივეა ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა რათა შენარჩუნებულიყო სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა. ასევე, გავრცელებულიყო დემოკრატიული ღირებულებები კონტინენტზე და მის მიღმა”.

ვროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი:

“მე სრულიად ვაცნობიერებ თუ რა სერიოზული და დრამატულია ეს მომენტი პოლიტიკურად და ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ მხრივ, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის.ჩვენ მომზადებულები ვართ ამ ნეგატიური სცენარისთვის. მე ვესაუბრე ევროკავშირის ლიდერებს ბრექსითის შესაძლო შედეგების შესახებ. დღეს, 27 ლიდერის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ყველანი ვინარჩუნებთ ერთიანობას”.

დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე

“ბრექსიტი საქართველოსთვის პრობლემაა ყველა შემთხვევაში.  ევროკავშირის შიგნით მას გამოაკლდება ძალიან ძლიერი მოკავშირე ბრიტანეთის სახით და თავად ევროკავშირი უახლოესი წლების მანძილზე დასუსტებული იქნება იმ სიტუაციის გამო, რომელიც ამ მოვლენამ შექმნა”

 ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი

„ევროკავშირით საზოგადოების იმედგაცრუებამ ყველაზე მაღალ მწვერვალს მიაღწია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ხალხი თვლის, რომ ევროკავშირი ისეთი მიმართულებით მოძრაობს, რომელზეც მათ თანხმობა არ განუცხადებიათ. მოქალაქეებს აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ჩარევა იმ წესებით და რეგულაციებით, რომლებიც მათ საჭიროდ არ მიაჩნიათ“

გერმანიის ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი

„ცუდი დღე ევროპისთვის

შეუძლია თუ არა ბრიტანეთს ევროკავშირში დაბრუნება

brexit-reuters-L-1.jpg

კი, შეუძლია. მაგრამ მოუწევს თავიდან დააკმაყოფილოს სხვადასხვა კრიტერიუმები და უარი თქვას ნაციონაურ ვალუტაზე , რადგან ახალი წევრებისთვის აუცილებელია ევროს გამოყენება. თუმცა შეიძლება ბრიტანეთმა რაიმე ბერკეტის საშუალებით ეს ყოველივე თავიდან აიცილოს და EU-ში დაბრუნების შემთხვევაში ნაციონალური ვალუტა შეინარჩუნოს.

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: