მეოთხე ხელისუფლებამ “პანამა ფეიფერსის” საქმე გახსნა !

automated-robot-journalis-011.jpg

მსოფლიო მედია სივრცეში ყველაზე მასშტაბურ ჟურნალისტურ გამოძიებად ”panama papers” ასახელებენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ არავის გაუკვირდება ,რომ ჟურნალისტებს მეოთხე ხელისუფლებასთან აიგივებენ.BBC-დან დაწყებული ავსტრალიური Falster-ის ჩათვლით 109 მედიასაშუალების 370 ჟურნალისტი 2 წლის განმავლობაში ”panama papers”-ის საქმეს იძიებდა, დიდი შრომისა და წვალების შედეგად მათ შედეგი დადეს .შედეგი ,რომელიც არა მხოლოდ ერთს და ორს არამედ 11 მილიონზე მეტ საბუთს ეხება ,რომლებშიც ასახულია მაღალჩინოსანთა მიერ  ოფშორული ზონის გამოყენების გზით გადასახადებზე თავის არიდებისა და ფულის გთეთრთების მცდელობები.

panama-papers-381x180

ყველაფერი 2014 წელს დაიწყო…

 გერმანული გაზეთის, “ზუდდოიჩე ცაითუნგის” ჟურნალისტებს ბასტიან ობერმაიერსა და ფრედერიკ ობერმირს უცნობი წყარო დაუკავშირდა, რომელმაც  აცნობა, რომ ერთ-ერთი მსხვილი ოფშორული  კომპანიის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობდა.როდესაც ჟურნალისტებმა ინფორმაცია გაანალიზეს გადაწყვიტეს,რომ დოკუმენტის შესწავლისათვის საჭირო იყო გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმისთვის მიემართათ,რადგან დოკუმენტის შესწავლასა და გამოქვეყნებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა, ერთიანი ძალებით კი ყველაფერი გაუმარტივდებოდათ.

რატომ მაინც და მაინც პანამის დოკუმენტი ?

როგორც შემდგომში ცნობილი გახდა მედიამ დოკუმენტები მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ოფშორული იურიდიული კომპანიის მონაცემთა ბაზიდან ჩაიგდო ხელში ,კერძოდ კი ,,Mossach Fonseca-ს.კომპანიის სათაო ოფისი პანამა სიტიში ანუ პანამის დედაქალაქში მდებარეობს.სწორედ ეს გახდა იმის საწინდარი ,რომ საქმეს ”პანამის დოდუმენტები” ეწოდა.

panama-paper-leak-corruption-tax

ვინ არიან პანამური აფიორის წევრები ?

როგორც ირკვევა ,პანამის დოკუმენტში 12 ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტი,დაახლოებით 126 პოლიტიკოსი და მრავალი სხვა საჯარო პირები არიან ნახსენები. ეს საქმე 200-ამდე ქვეყანას უკავშირდება და ჩვეთვის ნაცნობი ადამიანების ირგვლივ ტრიალებს.

 

type
 

ბიძინა ივანიშვილი,საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი

 

Lynden Management Ltd-ის უკან, როგორც აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი დგას. გაირკა რომ ”მოსააკ ფონსეკას” სინგაპურის ოფისიდან ოფიციალურად დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ ,რომ აღნიშნული კომპანია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.70 გვერდიანი დეკლარაციის შევსაბისას ყოფილ პრემიერ მიისტრს გამორჩენია ქონებრივ ჩამონათვალში Lynden Management Ltd-ის შესახებაც ,რომ დაეწერა. თუმცა საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დკავშირებით ორად გაიყო. ამ კონკრეტული საქმის შესახებ ვრცელი სატია ტაბულაში დაიწერა ,რომელშიც გაერთიანებულია ორივე მხარის დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით.

2014103017015815726
 

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

 

ვრცელდება ინფორმაცია ,რომ ვლადიმერ პუტინს 2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გადარიცხული ოფშორულ კომპანიაში ,თუმცა იგი ამ ყოველივეს უარყობს და ამბობს, რომ ეს ეჭვი სრულიად უსაფუძვლოა.გარდა ამისა გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით: ”ეს პირადად რუსეთის პრეზიდენტსა და რუსეთზე განხორციელებული თავდასხმაა და  დოკუმენტები შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და სხვა უწყებებში მომზადდა”.

maxresdefault.jpg
ლეონელ მესი, ბარსელობას ფეხბურთელი.

ფეხბურთელისა და პანამის დოკუმენტებს შორის ურთიერთობას ,როგორც ცნობლია ესპანეთის სასამართლო გამოიძიებს.

Cfh2av3W8AAXamT

სხვა წევრები 

როგორც ირკვევა ,პანამის დოკუმენტებში იმაზე მეტი სახელი და გავერი ფიგურირებს ვიდრე  ჟურნალისტბს წარმოედგინათ მათ შორის არიან ფიფას ეთიკის კომისიის წევრი,  ხუან პედრო დამიანი, გლისის პრემიერ-მინისტრი, დეივიდ კამერონმი ,ისლანდიის პრემიერ-მინისტრი, ჰილარი კლინტონი,არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრიზი, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზი და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ  გამოძიება მათ კანონიერებას ადგენს და ,რა თქმა უნდა,ეს გამოძიება საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდება. რაც შეეხება იმ ჟურნალისტებს ,რომლებმაც ამ მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებას საფუძველი ჩაუყარეს ,მათი სახელები ისტორიას დარჩება ,როგორც მამხილებელი მეოთხე ხელისუფლების ძალა!

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s