მე მაქვს პოზიცია

unique-2.jpgაუცილებლად ვუსაყვედურებ დედას ჩემი ქვეყნის გამო, ვუსაყვედურებდი მამასაც, რომ შემეძლოს, სამწუხაროდ არ შემიძლია…

მე მაქვს პოზიცია, ჩემს პოზიციას პირველ რიგში ადამიანობა ჰქვია. მე არ ვიცი რა ჰქვია „თქვენს“ პოზიციას, არ ვიცი ვინ ხართ და საიდან მოხვედით… მაგრამ ვიცი, მე თქვენნაირი არ ვარ ! ისიც ვიცი ,რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ჩემი კეთილი და დადებითი გარემოცვა არ ხართ „თქვენ“.და მე ბედნიერი ვარ რომ „თქვენ“  ჩვენ არ ხართ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, იმაზე მეტი ვიდრე თქვნ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ის ადამიანები ვართ ,რომლებიც ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, ვედექით და მუდამ დავუდგებით !

დღეს, 11 მარტს სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო „თქვენ“ უნდა დაისაჯოთ ! ვინ მოგცათ უფლება ჩაერიოთ პირად ცხოვრებაში, მითუმეტეს ვინ დაგრთოთ ნება რომ  იგი გაასაჯაროვოთ… მე როგორც საქართველოს მოქალაქე პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ  რომ უსწრაფესად გამოიძიოს ეს საქმე და დასაჯოს უკლებლივ ყველა პირი, რომელსაც საერთო აქვს ამ ამორალურ ფაქტთან !

„თქვენ“ გგონიათ, რომ ერთი ადამიანის მორალური ზიანი მარტო მის დაპირისპირებას გულისხომობს ? გგონიათ,  მთელი საზოგადოება არ ვართ მის უკან ?! ძალიან ცდებით თუ ასე გგონიათ! დღეს „თქვენ“ ჩვენი პირადი ცხოვრება გაასაჯაროვეთ, დღეს „თქვენ“ ჩვენი უფლებები დაარღვიეთ, ხვალ შეიძლება მე ვიყო  მის ადგილას , მაგრამ ერთი ადამიანის  პირადი ცხოვრების ხელყოფა საქართველოს ყოველი მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელყოფას ნიშნავს, ამიტომ ჩვენ ერთად ვართ !

„თქვენ“ გგონიათ რომ ბინძური თამაშის წესები წარმატებას მოგიტანთ ? უსუსური, მდაბიო და ამორალური არსებები ხართ. ჩვენ, დანარჩენი საზოგადოება  ისე დავუდგებით თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს გვერდში „თქვენ“ რომ ოჯახის წევრები ვერ დაგიდგებიან.

მე არ ვგრძნობ  თავს  მშვიდად ქვეყანაში, რომელშიც ჩემი პირადი ცხოვრება „თქვენს“ მიერ საჯაროვდება, მე არ ვგრძნობ თავს კომფორტულად ,როდესაც ვიცი მისმენენ. მე მინდა ჩემს ქვეყანაში თავს დაცულად ვგრძნობდე ! მე მინდა ,,ჩემი“ ხელისუფლება იმაზე კი არ ფიქრობდეს ოპოზიციას რა სახის ბინძური გზებით ებრძოლოს ,მინდა ისინი ჩვენი, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვასა და საქართველოს წინსვლაზე ფიქრობდნენ. მე ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება მინდა, ქვეყანაში რომელშიც უბრალოდ ცხოვრების არ შემეშინდება !

მე მაქვს პოზიცია და ჩემი პოზიცია „თქვენ“  არას გეუბნებთ  !  

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s