მე, როგორც ასეთი…

849b5072f96906dbeddcb5add10194cd.jpg

,,ჩემ შესახებ ლაპარაკი არ მიყვარს, ამიტომ გამიჭირდება… ბლა ბლა ბლა…’’  როგორ მინდოდა მეც ამ სიტყვებით დამეწყო ბლოგი, მაგრამ ამხელა  ტყუილით ,,საქმის’’ დაწყება როგორ შეძლება ?

ოთხი წლის ლოდინის შემდეგ დაგვდო პატივი და ისევ გვესტუმრა მონატრებული 29 თებერვალი, სწორედ ამ ,,იშვიათ’’ დღეს დაემთხვა ჩემი ბლოგერული დებიუტი…

მოგესალმებით, მე ნუცა ადამია ვარ, 19 წლის..

სხვებისგან არაფრით  განვსხვავდებითქო, რომ გითხრათ ძალიან ბანალური ვიქნები და ისევ იმ საძაგელ საქციელს ჩავიდენ, რომელსაც ტყუილი ჰქვია. რა თქმა უნდა, რომ ყველანი გამორჩეულები და განსხვავებულები ვართ, ყველას სხვადასხვა კარგი და ცუდი თვისებები გამოგვარჩევენ ერთმანეთისგან, ამიტომ იმის თქმა რომ მე ისეთი ვარ როგორც თქვენ ან პირიქით სულელური საქციელი იქნება.

ჩემი ცხოვრება სავსეა კარგი დღეებით, რომლებიც ზოგჯერ იმაზე ნაკლებად კარგია ვიდრე ველოდი, ზოგჯერ კი პირიქით. ასე, რომ ერთფეროვნება ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე უფუნქციოა ჩემ შესახებ საუბრისას. ცვლილებები და გამოცვლები იმაზე მეტი ყოფილა ჩემ ცხოვრებაში ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ,  ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩემი ,,არაჩვეულებრივობისა’’  სწორედ მრავალფეროვნება გახლავთ.

ოცნება_ფანტაზიის არეალი ყოველ დღე იზრდება…ჩემი ოცნებებიც მასთან ერთად…ოცნებებში ყველაზე მკაფიო რაც მახსენდება ბედნიერებაა, რომელიც ყველა პატარა ოცნების ასრულებით ჩნდება.

კონტექსტიდან ამოგლეჯილ აბზაცებში ვეცადე თქვენთვის ჩემი თავი გამეცნო, იმედი მაქვს ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც შეგექმნათ ჩემზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s